Saturday, September 24, 2011

ოთხკუთხედი

დავალება:   მოსწავლეებმა უნდა მოიპოვონ წინა კლასის სახელმძღვანელოებებიდან ოთხკუთხედის განმარტება, მისი კლასიფიკაცია გვერდებისა და კუთხეების მიხედვით. პარალელოგრამის, მართკუთხედის, რომბის, კვადრატის, ტრაპეციის განმარტებები. მათი თვისებების  შესწავლა და დაყოფა მსგავსებისა და განმასხვავებელი ნიშნების მიხედვით. (მაგალითად, კვადრატის განსაზღვრა ოთხკუთხედზე, პარალელოგარამზე და რომბზე დაყრდნობით).
მიზანი:   მოსაწავლეებისთვის  სხვადასხვა სახელმძღვანელოებიდან ინფორმაციის მოპოვებისა და მათი დამუშავების საფუძველზე ცოდნისა და ძიების უნარ– ჩვევების გაღრმავება.
მუშაობის ფორმა:   ინდივიდუალური, ჯგუფური.
გამოყენებული მეთოდები: დისკუსია, პრეზენტაცია.
პროექტის  ვადა: ერთი კვირა.
გამოყენებული მასალა:წინა კლასების სახელმძღვენელოები, პლაკატები.
აქტივობები:   მოპოვებული მასალის რომელიმე მოსწავლის მიერ დაფაზე გადატანა.
1)      ოთხკუთხედის განმარტება
2)      ოთხკუთხედში მოპირდაპირე გვერდები შეიძლება იყოს: ა) პარალელური ბ) შეიძლება ორი იყოს პარალელური, ორი არა. გ) შეიძლება პარალელური გვრდები არ  იყოს.  იგება შესაბამისი ნახაზები.






(1) ფიგურას  ვუწოდოთ პარალელოგრამი, (2) ფიგურას– ტრაპეცია, (3) ფიგურას –ოთხკუთხედი.
3)      პარალელოგრამს აქვს თვისებები: მოპირდაპირე გვერდები და კუთხეები ტოლია. დიაგონალები  გადაკვეტის წერტილით შუაზე იყოფა.
4)      პარალელოგრამის დახარისხება  კუტხეებისა და გვერდების მიხედვით:
ა) მართკუთხედი, რომლის ყველა კუთხე ტოლია

ბ) რომბი, რომლის ყველა გვერდი ტოლია.

გ)კვადრატი, რომლის ყველა გვერდი და ყველა კუთხე ტოლია.
5)      რადგან მართკუთხედი, რომბი და კვადრატი პირველ რიგში პარალელოგრამია, ამიტომ მატ პარალელოგრამის ყველა თვისება აქვთ და გარდა ამისა აქვთ ისეთი თვისებებიც, რითაც ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან.
ა)მართკუთხედი– დიაგონალები ტოლია.
ბ)რომბი– დიაგონალები მართი კუთხით იკვეთებიან და კუთხის ბისექტრისებია.
გ) კვადრატი– მას მართკუთხედისა და რომბის ყველა თვისება აქვს.

6)      ა)  კვადრატი შეიძლება განვსაზღვროთ ოთხკუთხედის საშუალებით ასეც: ოთხკუთხედს, რომლის მოპირდაპირე გვერდები პარალელურია, კუთხეები და გვერდები კი ტოლი, კვადრატი ეწოდება.
ბ) კვადრატის განსაზღვრა მართკუთხედის საშუალებით: მართკუთხედს, რომლის გვერდები ტოლია, კვადრატი ეწოდება.
გ ) კვადრატის განმარტება რომბის  საშუალებით: რომბს, რომლის ყველა კუთხე მართია, კვადრატი ეწოდება.
თუ  განსხვავებული აზრი გაჩნდება ისიც ფიქსირდება.
მისწავლეებმა გამოყვეს პარალელოგრამის, რომბისა და კვადრატის საერთო  და განმასხვავებელი თვისებები.
შეფასება:   10 ქულა: ტუ მოსწავლის მიერ მოპოვებული მასალა სრულია.
8–9 ქულა:  მოიპოვა მასალა, აყალიბებს განმარტებებს, თვისებებს, მაგრამ ვერ ახდენს მათ კლასიფიკაციას, ვერ ადგენს მათ შორის კავშირს.
6–7 ქულა: მოსწავლე ერკვევა ფიგურათა თვისებებში და განმარტებებში.
4–5 ქულა:  თუ მისწავლეს აქვს რაიმე ნახაზი შესრულებული და აღნიშნული აქვს რომელიმე თვისება.
1–3 ქულა: თუ მოსწავლეს დახაზული აქვს ოთხკუთხედი და მისი კერძო სახე.

No comments:

Post a Comment